Wednesday, July 20, 2016
მეცხრე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე შეჯამებაა ჩვენი უაღრესად საინტერესო და საჭირო ტრერინგისა. ჯგუფის თვითოეულმა წევრმა გააკეთა თავისი პორტფოლიოს პრეზენტაცია,დანარჩენი კოლეგებისგან მივიღეთ შეფასებები, ასევე შენიშვნებიც, რომელთა გაზიარება ჩვენს პროექტის განხორციელებისთვის კარგი იქნება. დღეს მოვისმინე საინტერესო პროექტები სხვადასხვა საგანში,ძალიან ბევრი რამ შეიძლება გამოვიყენო ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.ბევრი რამე შევიძინე ტექნოლოგიების თვალსაზრისით და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩვენი ტრენერის, ქ.ლალი გიგაურის პროფესიონალიზმში.
Tuesday, July 19, 2016
Saturday, July 16, 2016
მერვე დღის რეფლექსია
ტრენერთან ერთად გავიარეთ დავალებები, დავსვით შეკითხვები, გადავედით პროექტის ახალ საკითხზე-სასწავლო პროცედურების დამუშავება, ტრენერმა ჩენთან ერთად განიხილა და გავაგრძელეთ პროექტის გეგმის მოწესრიგება,დიფერენცირებული სწავლების საკითხზეც ვიმუშავეთ.მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიო,ვისწავლეთ გვერდების ჩამატება.
მადლობა ჩვენს მშვიდ, მომთმენსა და უნიჭიერეს ტრენერს გამძლეობისთვის...
მადლობა ჩვენს მშვიდ, მომთმენსა და უნიჭიერეს ტრენერს გამძლეობისთვის...
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე საინტერესო იყო, ვიმუშავეთ მოსწავლის ნამუშევარზე , მივიღეთ შენიშვნები,ტრენერმა აგვიხსნა პრეზენტაციის შეფასების რუბრიკების გამოყენება. მოგვეცა დავალება დავამთავროთ მოსწავლის ნამუშევარი და შევავსოთ შეფასების რუბრიკები.
Friday, July 15, 2016
მეექვსე დღის რეფლექსია
დღეს კვლავ გადავავლეთ თვალი პროექტის შემადგენელ ნაწილებს, დავათვალიერეთ შეფასების დროის ჩარჩოს საკითხები,ვიმუშავეთ მოსწავლის სსავარაუდო ნაშრომზე,ამასთან დაკავშირებით გავეცანით იმ იურიდიულ საკითხებს, რომლებიც უნდა იყოს შესრულებული ნაშრომის შექმნისას., ასევე ვისწავლეთ, როგორ გავუზიაროთ ჩვენი ნაშრომი სხვას.ვიმუშავეთ წინარე ცოდნის საკითხზე,, სავტორო უფლებებს შევეხეთ დაწვრილებით, ვიმუშავეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონზე. გავაგრძელეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე, რომელიც სახლში უნდა დავამთავროთ და გავუგზავნოთ ტრენერს.
Thursday, July 14, 2016
მეხუთე დღის რეფლექსია
ეს დღეც დატვირთული იყო.ვიმუშავეთ ბროშურის შექმნაზე, ასევე გავეცანით შეფასების სტრატეგიებს, დავალებად უნდა შევავსოთ გეგმის შაბლონი წინარე ცოდნის გრაფამდე.
Saturday, July 9, 2016
მეოთხე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღეც წინა დღეებივით დატვირთული და საინტერესო იყო . გადავამოწმეთ დავალებები-პროექტის მიზნები და ამოცანები.ვიმუშავეთ კოლეგების და
ვალებებზე, მივეცით კომენტარები. გავეცანით ახალ თემას- მიმართულების მიმცემი კითხვები . გავიაზრეთ ყველა სახის კითხვები, გავეცანით მაგალითებს, მივიღეთ დავალება: ვიმუშავოთ კითხვებზე ჩვენი პროექტის ფარგლებში.
დღევანდელმა დღემ უფრო თავდაჯერებული გამხადა და ვხედავ, როგორი საიონტერესოა სწავლის პროცესი.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა:შეუძლია თუ არა ერთ ადამიანს შეცვალოს მთელი ქვეყნის ცხოვრება?
თემატური კითხვები:1.რომელმა მეფეებმა შეცვალეს ჩვენი ქვეყნის ცხოვრება საბედისწეროდ?
2.რატომ გადაწყვიტა ერეკლე მეორემ რუსეთთან საქართველოს შეერთება?
შინაარსობრივი კითხვები:1.ვინ მეფობდა ქართლ-კახეთში მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში?
2.როგორ ახასიათებს ერეკლე მეფე საქართველოს შიდა ვითარებას?
3. კრწანისის ბრძოლის შემდეგ რა გადაწყვეტილება მიიღო ერეკლე მე-2-მ?
4.რა არგუმენტები დაუპირისპირა სოლომონ მსაჯულმა მეფის პოზიციას?

Friday, July 8, 2016
მესამე დღის რეფლექსია
ვიმუშავეთ პროექტის შაბლონზე, ვიმსჯელეთ მის საფეხურებზე, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ესგ-ს სტანდარტს,პროექტის მიზნებს და შედეგებს შევუსაბამებთ საშინაო დავალებაში..ასევე ვიმუშავებთ ბროშურაზე.
სასწავლო პროექტის მიზნები და ამოცანები
მოსწავლეები შეძლებენ:
- მოსწავლეები მოიძიებენ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით(ბიბლიოთეკა,ინტერნეტი, აუდიო და ვიზუალერი მასალა) იფორმაციას მე-18 საუკუნის ბოლო პერიოდის შესახებ.
- გამოიკვლევენ იმ ისტორიულ მასალას,რაც დაედო საფუძვლად ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემა ,,ბედი ქართლისას".
- დააკვირდებიან იმ მოვლენებს,რომელიც განვითარდა რუსეთ-საქართველოს შორის 1783 წლის ტრაქტატის შემდეგ, რასაც მოჰყვა კრწანისის ბრძოლა.
- წარმოადგენენ სოლომონ მეფისა და ერეკლე მეფის მოსაზრებებს ,დაახარისხებენ ყველა იმ პრობლემას, რომელიც იდგა იმ დროს ჩვენი ქვეყნის წინაშე. მოიყვანენ მათი მოსაზრებების გამამტყუვნებელ ან გამამართლებელ არგუმენტებს.იმსჯელებენ- მშვიდობა(მონობა) თუ თავისულება-რომელი უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებაა
- შეძლებენ მე-18-მე-19 საუკუნის საქართველოს პრობლემების დაკავშირებას უახლესი საქართველოს პრობლემებთან. გამოკვეთენ იმ საკითხებს, რომლებიც კვლავ აქტუალურია რუსეთ-საქართველოს შორის
- შექმნიან ესეებს, გააკეთებენ ბროშურას, ასევე პრეზენტაციას დაინტერესებული საზოგადოების წინაშე.
Sunday, July 3, 2016
მეორე დღის რეფლექსია
დღეს პრეზენტაცია გავაკეთეთ ჩვენი პროექტის იდეებისა, განვიხილეთ და ტრენერმა მოგვცა შენიშვნები, შემდეგ ჩვენი იდეები განვათავსეთ ჩვენს ბლოგზე. ვისწავლეთ ფონის მიცემა, დაწერა და შენახვა, ასევე შესწორება და ბლო
გისთვის სახელის დარქმევა.დავალება მოგვეცა, რომ ვორდის ფურცელზე დავწეროთ და გავუგზავნოთ ლალის.
გისთვის სახელის დარქმევა.დავალება მოგვეცა, რომ ვორდის ფურცელზე დავწეროთ და გავუგზავნოთ ლალის.
პროექტის იდეა
თავისუფლება თუ მშვიდობა(მონობა) ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ბედი ქართლისა"-მე-19-მე-20 საუკუნის საქართველო
მოსწავლეები იკვლევენ მე-18 საუკუნოს დასასრულის საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობას:ტრაქტატი, კრწანისის ბრძოლა , სოლომონ ლიონიძე და ერეკლე მეფე.
მოსწავლეები აკავშირებენ 200 წლის წინანდელ საქართველოს პრობლემებს დღევანდელობასთან. ისინი აყალიბებენ საკუთარ მოსაზრებებს ამასთან დაკავშირებით და ცდილობენ, გადაწყვიტონ პრობლემა-საქართველოს გადარჩენის გზა.

Subscribe to:
Posts (Atom)