ინტელის სასწავლო კურსი
Wednesday, July 20, 2016
მეცხრე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე შეჯამებაა ჩვენი უაღრესად საინტერესო და საჭირო ტრერინგისა. ჯგუფის თვითოეულმა წევრმა გააკეთა თავისი პორტფოლიოს პრეზენტაცია,დანარჩენი კოლეგებისგან მივიღეთ შეფასებები, ასევე შენიშვნებიც, რომელთა გაზიარება ჩვენს პროექტის განხორციელებისთვის კარგი იქნება. დღეს მოვისმინე საინტერესო პროექტები სხვადასხვა საგანში,ძალიან ბევრი რამ შეიძლება გამოვიყენო ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.ბევრი რამე შევიძინე ტექნოლოგიების თვალსაზრისით და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩვენი ტრენერის, ქ.ლალი გიგაურის პროფესიონალიზმში.
Tuesday, July 19, 2016
Saturday, July 16, 2016
მერვე დღის რეფლექსია
ტრენერთან ერთად გავიარეთ დავალებები, დავსვით შეკითხვები, გადავედით პროექტის ახალ საკითხზე-სასწავლო პროცედურების დამუშავება, ტრენერმა ჩენთან ერთად განიხილა და გავაგრძელეთ პროექტის გეგმის მოწესრიგება,დიფერენცირებული სწავლების საკითხზეც ვიმუშავეთ.მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიო,ვისწავლეთ გვერდების ჩამატება.
მადლობა ჩვენს მშვიდ, მომთმენსა და უნიჭიერეს ტრენერს გამძლეობისთვის...
მადლობა ჩვენს მშვიდ, მომთმენსა და უნიჭიერეს ტრენერს გამძლეობისთვის...
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე საინტერესო იყო, ვიმუშავეთ მოსწავლის ნამუშევარზე , მივიღეთ შენიშვნები,ტრენერმა აგვიხსნა პრეზენტაციის შეფასების რუბრიკების გამოყენება. მოგვეცა დავალება დავამთავროთ მოსწავლის ნამუშევარი და შევავსოთ შეფასების რუბრიკები.
Friday, July 15, 2016
მეექვსე დღის რეფლექსია
დღეს კვლავ გადავავლეთ თვალი პროექტის შემადგენელ ნაწილებს, დავათვალიერეთ შეფასების დროის ჩარჩოს საკითხები,ვიმუშავეთ მოსწავლის სსავარაუდო ნაშრომზე,ამასთან დაკავშირებით გავეცანით იმ იურიდიულ საკითხებს, რომლებიც უნდა იყოს შესრულებული ნაშრომის შექმნისას., ასევე ვისწავლეთ, როგორ გავუზიაროთ ჩვენი ნაშრომი სხვას.ვიმუშავეთ წინარე ცოდნის საკითხზე,, სავტორო უფლებებს შევეხეთ დაწვრილებით, ვიმუშავეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონზე. გავაგრძელეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე, რომელიც სახლში უნდა დავამთავროთ და გავუგზავნოთ ტრენერს.
Thursday, July 14, 2016
მეხუთე დღის რეფლექსია
ეს დღეც დატვირთული იყო.ვიმუშავეთ ბროშურის შექმნაზე, ასევე გავეცანით შეფასების სტრატეგიებს, დავალებად უნდა შევავსოთ გეგმის შაბლონი წინარე ცოდნის გრაფამდე.
Subscribe to:
Posts (Atom)